ალექსანდრ დიუმას მათარა, აკა მორჩილაძის ტექსტი და „კოლექტივის“ რედიზაინი – ბრენდი Le Caucase

  • 4 min read
  • Aug 31, 2020
  • 0 Comments
  • 0 shares

ბუბა რადიანი, კრეატიული დირექტორი: „თელიანი ველის“ მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ის მრავალწლიანი ისტორია, რაც ბრენდს გააჩნდა და რაც მის ვიზუალურ მხარეს წარმოაჩენდა, არ დაკარგულიყო. გვინდოდა, ძველი ხასიათი ისე შეგვენარჩუნებინა, რომ ახლის დამატების შემთხვევაში, მრავალწლიანი ისტორია თვალსაჩინოდ დარჩენილიყო. ინტერვიუს დასაწყისში მოთხრობილი ამბავი პროდუქტის ეტიკეტზე, აკა მორჩილაძის მიერ, ისტორიული ენობრივი ფორმებითა და სტილითაა წარმოდგენილი. გადავწყვიტეთ, გვეცადა მომხიბლველი ლიტერატურული პასაჟების ვიზუალურ ნაწილთან თანხვედრაში მოყვანა.

გიორგი კალმახელიძე: დიზაინზე მუშაობისას გადავწყვიტეთ, ნამუშევარი მარტივი გეომეტრიული ფიგურებითა და ჩვენ მიერ დახატული ფონტით გაგვეფორმებინა. უმთავრესი ვიზუალური დეტალი ლოგოტიპის მხატვრობაა, რომელიც ჩვენი არტ-დაირექშენით შესანიშნავმა მხატვარმა, ანკა ბოჭორიშვილმა დახატა. ამ ელემენტების ერთობლიობამ მინიმალისტური და ამავდროულად, სოლიდური დიზაინი მოგვცა.

ბუბა რადიანი: როგორც დასაწყისში ვთქვით, ამ სასმელს დიდი ხნის ისტორია აქვს. იმედი გვაქვს, ჩვენც შევიტანეთ წვლილი ბრენდის ისტორიაში, როგორ გამოგვივიდა – ეს უკვე მომხმარებელმა შეაფასოს.

კრედიტები:

კრეატიული დირექტორი – ბუბა რადიანი

არტ დირექტორი/დიზაინერი – გიორგი კალმახელიძე

დიზაინერი – გიორგი ჯანანაშვილი

მხატვარი – ანკა ბოჭორიშვილი

ფოტო – LAAP Photography

">სააგენტო Kollektiv-მა „თელიანი ველის“ სასმელ “Le Caucase-ს” ვიზუალური სტილის რედიზაინზე იმუშავა და მარკეტერს ბრენდის ისტორიასა და რედიზაინის დეტალებსაც მოუყვა:
 
გიორგი კალმახელიძე, არტ დირექტორი: ამ ბრენდის ისტორია 1858 წელს დაიწყო, როცა თბილისში სტუმრად მყოფმა ალექსანდრ დიუმამ თავისი ერთგული ოცდაორყლუპიანი მათარა ხელით ამოჩორკნილი წარწერით “Le Caucase”, მაშინდელი ტიფლისის ვიწრო ქუჩაში დაკარგა. მათარა სასულიერო სემინარიის სტუდენტმა, ნიკო მარველმა იპოვა. იმავე საღამოს ის და მისი მეგობრები გვარიანად გამოთვრნენ, რასაც მათი სემინარიიდან გარიცხვა მოჰყვა… ეს ამბავი ბრენდის მრავალწლიანი ისტორიის დასაწყისის მხოლოდ ერთი ეპიზოდია, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და საბოლოოდ, მოვიდა „კოლექტივამდე“. ჩვენი დავალება იყო სასმელის ვიზუალური სტილის რედიზაინი, ანუ სრული განახლება.

ბუბა რადიანი, კრეატიული დირექტორი: „თელიანი ველის“ მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ის მრავალწლიანი ისტორია, რაც ბრენდს გააჩნდა და რაც მის ვიზუალურ მხარეს წარმოაჩენდა, არ დაკარგულიყო. გვინდოდა, ძველი ხასიათი ისე შეგვენარჩუნებინა, რომ ახლის დამატების შემთხვევაში, მრავალწლიანი ისტორია თვალსაჩინოდ დარჩენილიყო. ინტერვიუს დასაწყისში მოთხრობილი ამბავი პროდუქტის ეტიკეტზე, აკა მორჩილაძის მიერ, ისტორიული ენობრივი ფორმებითა და სტილითაა წარმოდგენილი. გადავწყვიტეთ, გვეცადა მომხიბლველი ლიტერატურული პასაჟების ვიზუალურ ნაწილთან თანხვედრაში მოყვანა.

გიორგი კალმახელიძე: დიზაინზე მუშაობისას გადავწყვიტეთ, ნამუშევარი მარტივი გეომეტრიული ფიგურებითა და ჩვენ მიერ დახატული ფონტით გაგვეფორმებინა. უმთავრესი ვიზუალური დეტალი ლოგოტიპის მხატვრობაა, რომელიც ჩვენი არტ-დაირექშენით შესანიშნავმა მხატვარმა, ანკა ბოჭორიშვილმა დახატა. ამ ელემენტების ერთობლიობამ მინიმალისტური და ამავდროულად, სოლიდური დიზაინი მოგვცა.

ბუბა რადიანი: როგორც დასაწყისში ვთქვით, ამ სასმელს დიდი ხნის ისტორია აქვს. იმედი გვაქვს, ჩვენც შევიტანეთ წვლილი ბრენდის ისტორიაში, როგორ გამოგვივიდა – ეს უკვე მომხმარებელმა შეაფასოს.

კრედიტები:

კრეატიული დირექტორი – ბუბა რადიანი

არტ დირექტორი/დიზაინერი – გიორგი კალმახელიძე

დიზაინერი – გიორგი ჯანანაშვილი

მხატვარი – ანკა ბოჭორიშვილი

ფოტო – LAAP Photography

Featured in Blog

თიბისი აკადემიაში, რისკების მართვის მიმართულებით სწავლა, თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამას სპეციალურად მოწვეული, სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური თუ ტექნიკური უნარების და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან.