A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined index: Blog

Filename: controllers/Blog.php

Line Number: 21

Backtrace:

File: /var/www/html/application/controllers/Blog.php
Line: 21
Function: _error_handler

File: /var/www/html/index.php
Line: 324
Function: require_once

„სივრცეში“ ყველაზე ნაცრისფერი ოფისის გამოცოცხლებაც კი შესაძლებელია“
Source:
2020-08-31 22:15:49

„სივრცეში“ ყველაზე ნაცრისფერი ოფისის გამოცოცხლებაც კი შესაძლებელია“

იცით, როგორ შეიქმნა სარკე?

მატასი სულაკაური, არტ დირექტორი გიამბობთ:

„საგურამოს ნაკრძალში ვიყავი, დიზაინზე რომ ვმუშაობდი. ვფიქრობდი კომუნიკაციის აზრსა და მის ვიზუალიზაციაზე. ბუნებამ, ფოთლებმა, მწვანე გრადაციებმა და ხეებმა ჩემი ყურადღემა მთლიანად თავის ირგვლივ მოაქცია. ვეცადე, ნამუშევარში ის ენერგიები ჩამედო, რომელიც ბუნებასთან კომუნიკაციამ მომიტანა. მესიჯი, რომელიც ნაკრძალიდან ოფისში ჩამოვიდა: „ადამიანი ბუნების ნაწილია და ჩვენ შორის მუდმივი და ჰარმონიული კომუნიკაციაა“.

მატასი იმასაც ჰყვება, რომ სარკე იმ პატარა ოთახისთვის იქმნებოდა, რომელიც ოფისის თანამშრომლებს სატელეფონო ზარებისთვის უნდა გამოეყენებინათ.

შეზღუდულ სივრცეში სარკემ სიღრმე გააჩინა. სარკეზე პრინტმა დამატებითი ფაქტურა შემოიტანა და საბოლოო ჯამში, პრაქტიკული გადაწყვეტა საინტერესო ობიექტად იქცა.

ხოდა, ასე შეიქმნა სარკე.

თუმცა სარკემდე იყო „სივრცე – თავისუფალი სამუშაო გარემო, რომელიც მილენიალების ცხოვრების სტილს ერგება და სხვადასხვა სივრცეს შემოქმედებით, თავისუფლებითა და კომფორტით სავსე ადგილად გარდაქმნის. მოკლედ რომ ვთქვათ, „სივრცეში“ ცდილობენ, ტრადიციული საოფისე ავეჯი თანამედროვე ალტერნატივებით შეცვალონ და ისეთი ატმოსფერო შექმნან, სადაც მუშაობა უფრო პროდუქტიულია და განტვირთვა – უფრო მარტივი და სასიამოვნო.

დამფუძნებელი დათუნა დევდარიანია, რომელიც „სივრცეს“ შექმნის გზაზე იმის გაანალიზებამ დააყენა, რომ ადამიანი და მისი მოთხოვნილებები, ნებისმიერი ბიზნესის ფუნქციონირების პროცესში, უპირატესია… ამის გაცნობიერების შედეგად კი, ისეთ საქმეს მიჰყო ხელი, რომლის საშუალებითაც: „ჩვენ მიერ დაგეგმილ ოფისებში სამუშაო თვითგამოხატვის საშუალებად იქცევა, რაც თავის მხრივ, კრეატიულობასა და შრომისუნარიანობას ზრდის. „სივრცე“, უბრალოდ, საოფისე ავეჯი არ არის. ეს არის ჩვენი ხედვა სამყაროზე, რომელშიც ვაკეთებთ იმას, რაც ბედნიერებით გვავსებს“.

">