“შათირის” ღვინო, როგორც სათქმელი მთელი მსოფლიოსთვის

  • 4 min read
  • Aug 31, 2020
  • 0 Comments
  • 0 shares

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახში სულ კეთდებოდა ღვინო, მე ვიყავი პირველი, რომელმაც ამ საქმეს, როგორც ბიზნესს შეხედა…” 

 

ღვინის სამშობლოში ხშირად მოისმენთ ამბებს მეღვინეებზე, საუკუნოვან ოჯახურ ტრადიციებზე, დავარგების უჩვეულო ხერხებზე… ქართველისთვის, რომელსაც ღვინო სისხლში აქვს, ძნელი არაა, სულით ხორცამდე “მოიწამლოს” ამ სფეროთი. თუმცა, თუკი კარგად მიაყურადებთ, არც ის გამოგრჩებათ, რა სირთულეებს აწყდებიან მცირე მეღვინეები, რომლებსაც ვენახის მოვლიდან, ღვინის დავარგებამდე, იმდენად დიდი გარჯა უწევთ, რომ მისი რეალიზებისა და ბრენდის პოპულარიზაციისთვის მწირი რესურსი რჩებათ. დღეს ვახო შათირიშვილების მეღვინეობაზე გვინდა გიამბოთ. ღვინის მოყვარულები მის ღვინოს “შათირის” სახელით იცნობენ.

“გაგეცინებათ და პირველ წელს, მე და მამაჩემმა ხელით, რეზინის მილით ჩამოვასხით 50 ბოთლი. ეს ბოთლები ლონდონში ძალიან პრესტიჟულ გამოფენაზე წარვადგინეთ და ადგილობრივი მომხმარებლის უპირობო აღფრთოვანებაც დაიმსახურა. დღეს „შათირი“, შეიძლება ითქვას, საკმაოდ ცნობადი მცირე მეღვინეობაა,” – გვიამბო ვახო შათირიშვილმა.

განათლებით იურისტმა, ვახო შათირიშვილმა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ძალების ბიზნესში მოსინჯვა გადაწყვიტა. ჯერ, პროფესიული საქმიანობის პარალელურად, გამომცემლობა დააფუძნა, შემდეგ კი, ოჯახური ტრადიციის ბიზნესად ქცევა გადაწყვიტა და წინაპრების რამდენიმე თაობის მეღვინეობის ტრადიციას მიჰყო ხელი. ღვინის დავარგების გარდა, მის ბრენდინგსა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე აქტიურად მუშაობს, მონაწილეობს ღვინის საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში, არის “წლის მცირე მეღვინეობის” ნომინანტი, აქტიურადაა ჩართული ღვინისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, გამოსცემს მეღვინეებისთვის სასარგებლო ლიტერატურას, წარმოება 100-ჯერ გაზარდა და ეს ყველაფერი ერთ წელიწადში მოახერხა. პარალელურად, იურიდიული ლიტერატურის საგამომცემლო საქმესაც უძღვება.

ღვინო მისთვის ამოსავალი წერტილია, ყველაფერს მის გარშემო ავითარებს. ცდილობს სფეროში სიახლეები დანერგოს – იშვიათი ჯიშები, დავარგების განსხვავებული მეთოდი, ბიზნესი ღვინის ტურიზმის მიმართულებითაც წარმართოს. სწავლობს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. თვლის, რომ მისთვის ღვინო, როგორც ბრენდი არის კომუნიკაციის საშუალება, ერთგვარი სათქმელი მთელი მსოფლიოსთვის. მისივე ინიციატივით, ბრენდის იდენტობა, რომელზეც დიზაინერმა ლაშა გიორგაძემ იმუშავა, ქართული ანბანისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის იდეაზეა შექმნილი…

M: როგორია ბრენდინგის კონცეფცია?

მეღვინეობის სახელზე ბევრი ვიფიქრე. თავიდან არსებობდა იდეა „შათირიშვილის მარანი“ დამერქმია, თუმცა ბოლოს ისევ ჩემი გვარის შემოკლებული ვერსია ავიღე, რომელიც საკმაოდ ჟღერადია. ბრენდის ლოგოში ჩანს ქვევრი, რომელიც ვფიქრობ ზუსტად ასახავს მეღვინეობის ძირითად მიმართულებას, ტრადიციას, რაც ქართული ღვინის დაყენებას გააჩნია.

რაც შეეხება ეტიკეტს, ეს გახლავთ ქართული ანბანი. ეტიკეტს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს და უკავშირდება ფრანკფურტში გამართულ წიგნის ფესტივალს. ამ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი გახლდით. წიგნის ფესტივალის მასპინძელი ქვეყანა შარშან სწორედ საქართველო იყო. პავილიონში სიარულისას, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყო ინსტალაციები, რომლებიც ქართულ ანბანს ეძღვნებოდა. სწორედ იქ გამიჩნდა იდეა, რომ ანბანი საკმარისად არ იყო გამოყენებული ქართული ღვინის ბრენდების მიერ. ამასთან, ჩემს გულისტკივილს იწვევდა ის ფაქტი, რომ ქართული ღვინოების აბსოლუტურ უმრავლესობას ეტიკეტზე სახელი ლათინური ასოებით ჰქონდა დატანილი. ეს იდეები შემდგომში ბრენდის კონცეფციად დიზაინერმა ლაშა გიორგაძემ აქცია.

M: რა არის ამ ბრენდის მთავარი სათქმელი?

ვაუჩერის მოხმარების პირობები

თიბისიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რისკების მართვის მიმართულებით აკადემია დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა. თიბისი აკადემიაში, რისკების მართვის მიმართულებით სწავლა, თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამას სპეციალურად მოწვეული, სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური თუ ტექნიკური უნარების და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან.