shopping

  • 10 min read
  • Aug 31, 2020
  • 0 Comments
  • 0 shares
ვფიქრობ, არტისტებისთვის საკუთარი ნამუშევრების სწრაფად გასაყიდად საუკეთესო პლატფორმაა. უკვე ბევრი არტისტი იყენებს აპლიკაციას სწორედ ამ მიზნით, პლატფორმაზე ასევე შეხვდებით ლოკალურ ბრენდებს, მაღაზიებს და ინდივიდუალურ „სელერებს“, რომელთათვისაც პროდუქტის წარმოჩენის ფორმას და ესთეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მომხმარებლის და მონაცემის მატებასთან ერთად აპლიკაცია სულ უფრო და უფრო ჭკვიანი, მომხმარებელზე მორგებული ხდება და შესაბამისად მომხმარებელი იღებს მხოლოდ მისი ინტერესების მიხედვით გენერირებულ „ფიდს“ აპლიკაციაში, რაც საშუალებას აძლევს სწრაფად აღმოაჩინოს მისთვის საინტერესო ნივთები და „სელერები”, – ამბობს MRKT-ის კრეატიული დირექტორი ანანო ბაქრაძე.

„მარკეტის“ შექმნის იდეა როგორ და რატომ გაჩნდა? 

ანანო ბაქრაძე: პირველ ეტაპზე აპლიკაცია განსხვავებულ კონცეფციას ატარებდა.

თავდაპირველ შთაგონების წყარო, მოგზაურობისას შემთხვევით აღმოჩენილი ლოკალური ბრენდები, მაღაზიები და ამ პროცესით მიღებული სიამოვნება იყო. გვინდოდა, ეს პროცესი უფრო სწრაფი და ყოველდღიურობაზე მორგებული გაგვეხადა.

თუმცა, ფუნქციონალის და კონცეფციის მხრივ, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, გასულ წელს, აპლიკაციაში დიდი ცვლილებები შევიტანეთ და დღეს მივიღეთ სწრაფი, დღევანდელ ტემპზე და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული აპლიკაცია. 

გაყიდულ ნივთებს, 3 კგ.-მდე, უფასოდ აგზავნით საზღვარგარეთ. . .

საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის კომპანიის მიერ სუბსიდირება ჩვენი მხრიდან გარკვეულწილად „სელერების” წახალისებაა გაზარდონ წარმოება და მეტი მოტივაციით შექმნან პროდუქტები/ნამუშევრები.

ჩვენი მიზანია, ეს კონკრეტული წამოწყება მომავალშიც გაგრძელდეს და მუდმივი სახე მიიღოს.

MRKT ამერიკული კომპანიის შვილობილია. მის კონცეფციაზე, ბრენდზე ვინ იმუშავა?

იმის მიუხედავად, რომ MRKT ამერიკული კომპანიის შვილობილია, ჩვენი სამუშაო ჯგუფი საქართველოშია დაფუძნებული.

სრულიად კონცეფციაზე, მის კრეატიულ თუ ტექნიკურ მხარეზე ჩვენმა გუნდმა იმუშავა. ბრენდინგზე და აპლიკაციის UI დიზაინზე კი Studio Impluse-მა, საკომუნიკაციო პლატფორმა კი კომპანია Windfor’s-მა შექმნა.

MRKT რამდენიმე დღის წინ „გაეშვა“. ლბათ, გქონდათ წინასწარი კვლევები, ასეთი პლატფორმა იყო თუ არა მოთხოვნადი?

როგორც აქამდეც აღვნიშნე, აპლიკაცია სწორედ ბაზარზე დიდი მოთხოვნის პასუხია. მსოფლიო მასშტაბით, ბევრ შოპინგ აპლიკაციას შეხვდებით, თუმცა, mrkt-ის ზუსტი ანალოგი არ არსებობს, მათი ფუნქციონალი არ პასუხობს დღევანდელ ტექნოლოგიურ ტენდენციებს, რასაც mrkt ფეხდაფეხ მიჰყვება.

იმის გათვალისწინებით, რომ აპლიკაცია არ არის გათვლილი მხოლოდ ქართულ ბაზარზე, ჩვენი გუნდისთვის მთავარი იყო, დარწმუნებულები ვყოფილიყავით, რომ ტექნოლოგიურად მზად ვართ გლობალური „ლონჩისთვის“.

პანდემიის პირობებში პლატფორმის „გაშვება“, ალბათ, გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდა. მოსამზადებელ პერიოდზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

გასაკვირია, თუმცა, კარანტინმა მომზადების პროცესზე ძალიან კარგად იმოქმედა. განსაკუთრებით პროდუქტიული გამოდგა კარანტინში მუშაობა ტექნიკური ჯგუფისთვის. კრეატიულმა დეპარტამენტმაც საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა ამ პერიოდის განმავლობაში, რადგან დაგეგმარების და კვლევის ფაზა დაგვემთხვა და დისტანციურად მუშაობას ამ პროცესში ხელი არ შეუშლია.

რა არის MRKT-ის მთავარი მიზანი? 

კომპანიის მთავარი მიზანი ზემოხსენებული „სელერებისთვის“ კომერციის გამარტივება და ასევე ლოკალური წარმოების ხელშეწყობაა. მყიდველებისთვის კი გვსურს, გავხსნათ საზღვრები და მივცეთ უნიკალური ნივთების და „სელერების“ აღმოჩენის შესაძლებობა.

mrkt-ის მსგავსი აპლიკაცია თუ სხვა ტიპის შოპინგ პლატფორმა დღეს, პანდემიის პირობებში კიდევ უფრო აქტუალურია. გარდა იმისა, რომ უმეტეს წილად, ყველანაირი აქტივობა „ონლაინ“ რეჟიმში ხდება, აპლიკაცია დამატებითი შემოსავლის წყაროდ შეიძლება ბევრი ადამიანისთვის იქცეს.

რას აძლევს MRKT ბაზარს, ინდუსტრიას, ბიზნესს და ელ.კომერციას? 

ვფიქრობ, როგორც აქამდე აღვნიშნე, MRKT შეავსებს შოპინგ აპლიკაციებს შორის არსებულ თავისუფალ ადგილს, სადაც ახალი ტექნოლოგიებით გაჯერებული ფუნქციონალი მაქსიმალურად მარტივს და სასიამოვნოს გახდის როგორც გაყიდვის ისე აღმოჩენების პროცესს.

სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით მაქსიმალურად გავზრდით „სელერების“ ცნობადობას როგორც ლოკალურად ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენი მიზანია, პლატფორმამ ხელი შეუწყოს ბევრი ახალი ბრენდის ფორმირებას.

საქართველოში ყიდვა – გაყიდვის პლატფორმები უკვე არსებობს. MRKT რითია გამორჩეული, მისი უნიკალურობა რაშია? 

ჩვენი პლატფორმის უნიკალურობა მომხმარებელზე მორგებულ მარტივ UX დიზაინში და MRKT-ის  ბრენდის იდენტობიდან გამომდინარე „სელერების“ და პროდუქციის სელექციაში გამოიხატება.

“Full screen” დიზაინი და კამერის ინოვაციური ფუნქციონალი რომელზეც გუნდი ახლაც მუშაობს, „სელერებს“ პროდუქტის უკეთესი ფოტოების გადაღებასა და მომხმარებლისთვის სწორად მიწოდებაში დაეხმარება.

„მარკეტი“ მომხმარებელს, მათზე მორგებულ საძიებო  სისტემასაც  სთავაზობს. გარდა რამდენიმე საბაზისო კატეგორიისა, მომხარებელს ეძლევა შესაძლებლობა შექმნას საკუთარი კატეგორია ჰაშთაგის მეშვეობით.  ამ მიდგომით – „სელერსა” და მყიდველს შორის სივრცე პატარავდება და ძიების პროცესი უფრო მარტივი ხდება.

და ბოლოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აპლიკაცია გლობალურ ბაზარზეა  გათვლილი, რაც ქართველი მწარმოებლებისთვის დიდი შესაძლებლობების და წარმატების დასაწყისი გვგონია .

სამომავლოდ რას გეგმავთ?

კომპანია უწყვეტ განვითარებაზეა ორიენტირებული. მუდმივად ვმუშაობთ ახალი ფუნქციონალის და ტექნოლოგიის დანერგვაზე, რომელიც კომერციის გამარტივებას შეუწყობს ხელს, მაგალითად, გადახდის სერვისებს მალე დაემატება Apple Pay, Paypal-ის და “make offer”, “trade”, “bidding” ფუნქციონალი.

გუნდის უმთავრესი ამოცანაა ხელოვნური ინტელექტის სწრაფად დაჭკვიანება, აპლიკაციის სრულყოფისთვის.

პროდუქტის განვითარების სამომავლო გეგმა კი აპლიკაციაში ვიდეო შოპინგის ფუნქციის იმპლემენტაციას ითვალისწინებს.

">

ვაუჩერის მოხმარების პირობები

თიბისიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რისკების მართვის მიმართულებით აკადემია დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა. თიბისი აკადემიაში, რისკების მართვის მიმართულებით სწავლა, თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამას სპეციალურად მოწვეული, სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური თუ ტექნიკური უნარების და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან.