A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined index: Blog

Filename: controllers/Blog.php

Line Number: 21

Backtrace:

File: /var/www/html/application/controllers/Blog.php
Line: 21
Function: _error_handler

File: /var/www/html/index.php
Line: 324
Function: require_once

Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!
Source:
2020-08-31 22:30:51

Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!

„Wolt და Mastercard თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს საინტერესო აქციებს და სხვადასხვა აქტივობებს. ბათუმის საზაფხულო აქცია Mastercard-ის კამპანია „სალამი ზაფხულს“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2020 ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის შიდა ტურიზმის ხელშეწყობას ისახავას მიზნად“.

„მასტერქარდი“ ( (NYSE: MA), www.mastercard.com) არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. „მასტერქარდი“ მართავს მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში. „მასტერქარდის“ პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. Twitter@MasterCardNews-ზე შესაძლებელია ჩართვა, სხვადასხვა საკითხის განხილვა ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა” (Beyond the Transaction Blog), ხოლო სიახლეების გაცნობა „Engagement Bureau”-დან (http://newsroom.mastercard.com).

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების მიტანის სერვისს ამარტივებს. Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. თანამშრომლობს 10 000-ზე მეტ რესტორანსა და 20 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან. საქართველოში Wolt 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების გამოძახება თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 500-ზე მეტი რესტორნიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად, ათასობით მომხმარებელი სარგებლობს. 2020 წლის აპრილიდან Wolt-ის აპლიკაციას სუპერმარკეტების გამოძახების სერვისიც დაემატა.